ქვემო ქართლის ჩემპიონატი ჭადრაკში

0

ჭადრაკი22 აპრილიდან 1 მაისამდე ქალაქ რუსთავის კულტურის სახლში არსებულ საჭადრაკო სკოლაში ტარდება ქვემო ქართლის ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც  ბოლნისის საჭადრაკო სკოლა „ნონა“-ს 13 მოსწავლეც მონაწილეობს. ჩემპიონატი ათიდან თვრამეტ წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს შორის მიმდინარეობს.

„გასულ წელს ქვემო ქართლის ჩემპიონატში პირველი ადგილი აიღეს ჩვენმა მოსწავლეებმა. ახლაც დიდი იმედი მაქვს, რომ ვაჟებშიც და გოგონებშიც  პირველ-მეორე ადგილებს დაიმსახურებენ. ჩემპიონატი 1 მაისს დამთავრდება და გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გაემგზავრებიან, რომელიც მაისის თვეში ჩატარდება“. – აღნიშნა bolnisi.ge-თან საჭადრაკო სკოლა „ნონა“-ს მწვრთნელმა დავით მდივანმა.

Share.

Comments are closed.