ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ

0

კარტოფილიბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ფერმერებს სემინარი უტარდებათ კარტოფილის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ. ტრენინგი სამ დღიანია. ტრენერების დახმარებითა და ხელშეწყობით მოხდება მეკარტოფილეობის სრული საწარმოო ჯაჭვის განვითარება, რაც მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ხარისხიანი სათესლე მასალის ხელმისაწვდომობა, გაუმჯობესებული სასურსათო კარტოფილის წარმოება, მოსავლის აღების შემდგომი მენეჯმენტი და შესაბამისი გასაღება-გაყიდვის ტენდენცია. პროგრამა ასევე ითანამშრომლებს სერვის პროვაიდერებთან, რომელიც აღნიშნულ დარგში ხელს შეუწყობს მათი მომსახურების ხარისხის ზრდას. ტრენინგი რეგიონების ეკონომიკური განვითარების (RED) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის დაძლევა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
„დღეს საუბარი გვქონდა კარტოფილის კულტურის გაცნობაზე, ნიადაგის ანალიზზე, კარტოფილის თესლის ამორჩევაზე, თუ რა პირობაა დასაკმაყოფილებელი იმისთვის, რომ კარგი თესლი მივიღოთ. პროექტის ფარგლებში სამჯერ გვექნება საინფორმაციო შეხვედრა. ფერმერებს გავაცნობთ თუ რა შესაწამლი საშუალებები უნდა შეიტანონ ზაფხულში და როგორ შეინახონ კარტოფილი საწყობის პირობებში“._ აღნიშნა ტრენერმა ლია ბეჟანიშვილმა.
სამოდელო ნაკვეთზე, რომელიც იუსაიდის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში იქნა აღებული, ახალი ტექნოლოგიებით ახალი სათესლე კარტოფილის თესლის გამოყვანა ინერგება, ნაკვეთის მოვლა-პატრონობას ტენდერში გამარჯვებული მექანიზაციის ცენტრი შპს „დევე+“ ახორციელებს. მათ თანადაფინანსებით ოთხ ჰექტარ მიწაზე ახალი ჯიშის კარტოფილი დათესეს, რომელიც შემდგომ ფერმერებზე გავრცელდება. ტრენინგის ფარგლებში კი პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება სწორედ ამ სამოდელო ნაკვეთზე მოხდება.

Share.

Comments are closed.