სკრინინგული კვლევის მიხედვით ბოლნისის ბაღებში ბავშვთა 50-55% ჰელმინთოზებითაა დაავადებული

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ენტერობიოზურ ჰელმინთოზებზე ბავშვთა სკრინინგული კვლევა დასრულდა და პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც დაავადებული ბავშვების, მათთან კონტაქტში მყოფი პირების მედიკამენტებით უზრუნველყოფას და ბაღებში მომუშავე პერსონალის ინფორმირებას ითვალისწინებს. სწორედ ამ მიზნით დღეს ბოლნისის №1 საბავშვო ბაღში ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციის მედიცინის ცენტრმა შეხვედრა მოაწყო.

„ჩვენმა სამსახურმა ბოლნისის ბაღებში დაასრულა ბავშვთა სკრინინგული კვლევა ჰელმინთოზებზე და ვიწყებთ მეორე ეტაპს, თუმცა კვლევები  ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაბა კაზრეთისა და ბალიჭის ბაღებში. დღეს პროგრამის ფარგლებში შევხვდით ბოლნისის №1 ბაღში მომუშავე პერსონალს, გადავეცით საინფორმაციო სახის ბუკლეტები, ვისაუბრეთ ენტერობიოზის სიმპტომებზე, გადაცემის გზებზე და იმ პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე, რომელიც აუცილებელია ენტერობიოზის წინააღმდეგ. დაავადებული ბავშვებისთვის და მათთან კონტაქტში მყოფი პერსონალისთვის მოვიტანეთ საჭირო მედიკამენტები. მომდევნო დღეებში ანალოგიური სახის შეხვედრებს გავმართავთ ბოლნისის ყველა საბავშვო ბაღში“. _აღნიშნა ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის უფროსმა მაკა მამარდაშვილმა.

 

ვრცლად:  ბოლნისის საბავშვო ბაღებში ჰელმინთოზებზე სკრინინგული კვლევა მიმდინარეობს

Share.

Comments are closed.