სასულიერო გიმნაზიაში პოეზიის საღამო მოეწყო

0

სასულიერო33იოანე ბოლნელის სახელობის  ბოლნისის სასულიერო გიმნაზიაში ჰუმანიტარული კათედრის კვირეული ულამაზესი  ღონისძიებით დაგვირგვინდა. „რა შეუძლიათ ლექსებს“  ასე ერქვა საღამოს, რომელიც გიმნაზიის  მე-10  და მე-11 კლასის  მოსწავლეებით ჩამოყალიბებულმა  პოეტურმა კლუბმა წარმოადგინა.

კვირეული მე-3, მე-4 კლასის მოსწავლეებმა გახსნეს და დედაენის დღესთან დაკავშირებით საინტერესო საღამო მოაწყვეს, რომელსაც მოჰყვა მე-5 კლასის მიერ წარმოდგენილი ,,ნატვრის ხე“. მე-10 კლასმა კი აფორიზმების კონკურსი გამართა. რის შემდეგაც გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამარჯვებული მოსწავლეები. მე-7, მე-8 და მე-9 კლასელებმა კი მხატვრული კითხვის კონკურსი მოაწყვეს.  კვირეული პოეტური კლუბის მიერ წარმოდგენილი ღონისძიებით დასრულდა.

„ ჩვენს სკოლაში დღეს დასრულდა ჰუმანიტარული კათედრის კვირეული. ეს იყო დამაგვირგვინებელი ღონისძიება სახელწოდებით „ რა შეუძლიათ ლექსებს“. შევეცადეთ მკითხველი კიდევ ერთხელ დაგვებრუნებინა ლექსთან. მოვახდინეთ ერთგვარი სინთეზი, თანამედროვე და კლასიკოსი პოეტების შემოქმედება გავაერთიანეთ ერთ ღონისძიებაში და ლამაზი საღამო ვაჩუქეთ დამსწრე საზოგადოებას. ჩვენი სკოლის პოეტური კლუბი მომავალში უფრო საინტერესო ღონისძიებებს შემოგთავაზებთ. ასევე გვინდა არა მარტო ჩვენი სკოლით შემოვიფარგლოთ, არამედ მსგავსი პროგრამებით ვესტუმროთ სხვა სკოლებსაც.“ აღნიშნა  სასულიერო გიმნაზიის  ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელმა თეა  ტყებუჩავამ.

Share.

Comments are closed.