პირველკლასელები საბავშვო ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ

0

pirvelklaselebi bibliotekasi1დედაენის დღესთან დაკავშირებით საბავშვო ბიბლიოთეკამ ბოლნისის №1 საჯარო სკოლის პირველკლასელები პედაგოგთან მზია დვალიძესთან ერთად მიიწვია. ბიბლიოთეკარებმა ბავშვებს დაათვალიერებინეს სამკითხველო დარბაზი, ესაუბრნენ წიგნისა და ბიბლიოთეკის დანიშნულებაზე, მათთან ერთად წაიკითხეს სხვადასხვა ზღაპრები. Bბავშვებმა უამრავი ლექსი წაიკითხეს დედაენის უკვდავებაზე ისაუბრეს.
,,საბავშვო ბიბლიოთეკამ უკვე მრავალჯერ უმასპინძლა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს და კიდევ ბევრჯერ სიამოვნებით მივიღებთ ასეთ ჭკვიან პატარებს. ყოველი მათი მოსვლა ხალისით ავსებს ბიბლიოთეკას, ჩვენც ვესაუბრებით მწერლებზე, ლიტერატურაზე და მათთან ერთად ვკითხულობთ ნაწარმოებებს. მადლობა ბავშვებს და მათ პედაგოგებს, რომ ასე ხშირად დადიან ჩვენთან.” – აღნიშნა bolnisi.ge-თან საბავშვო ბიბლიოთეკის მენეჯერმა თამარ მღვდელაძემ.

Share.

Comments are closed.