ლობჯანიძის დუბლი და ზედიზედ მეექვსე გამარჯვება

0

3:2 დაასრულა შეხვედრა „სიონმა” „ჩიხურასთან”.  „სიონმა” ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.  დაძაბული და საინტერესო შეხვედრის ანგარიში 12-ე წუთზე „სიონის” ფეხბურთელმა ვახტანგ ლობჯანიძემ  გახსნა.  თუმცა მოწინააღმდეგემ 37-ე წუთზე ჯერ გაათანაბრა და მალევე 38-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა ბოლნისელთა კარში.  თამაში 73-ე წუთზე ახალგაზრდა ბოლნისელმა ფეხბურთელმა ჯაბა უგულავამ შემოატრიალა და იმერელთა კარში გატანილი გოლით ანგარიში 2:2 გახადა. 87-ე წუთზე ლობჯანიძის დუბლმა გუნდს წარმატება მოუტანა.

Share.

Comments are closed.