თვითმმართველობებს საარჩევნო რეკომენდაციები დაეგზავნა

0

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მუნიციპალიტეტების გამგეობებს, თვითმმართველი ქალაქების მერიებსა და საკრებულოებს დაუგზავნა სპეციალური რეკომენდაციები და განმარტებები არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.

თანდართულ წერილში ნათქვამია, რომ ადრესატებმა დოკუმენტები უმოკლეს ვადაში უნდა გააცნონ მათ სტრუქტურაში დასაქმებულ ყველა საჯარო მოხელეს; მათ დეტალურად და მკაფიოდ უნდა განემარტოს, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე/გამოქვეყნებამდე, ასევე ის, თუ რა სანქციებია დაწესებული კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

რეკომენდაციები იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორისი კომისიის მიერ მომზადდა.

რეკომენდაციები

Share.

Comments are closed.