ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სოფლებში შეხვედრებს აგრძელებს

0

განმგებელი სოფელბში6
დღეს სოფელ დისველში  ალექსანდრა ობოლაძე მოადგილეებთან ერთად მივიდა. სკოლის შენობაში შეკრებილმა მოსახლეობამ მასადგილზე გააცვნეს პრობლემები.

1989 წელს აჭარაში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ 100 ოჯახი ბოლნისში ჩამოასახლეს და ე.წ. ტაფანის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასახლეს. მას შემდეგ მოსახლეობას ბევრ პრობლემასთან უწევს გამკლავება. 2004 წელს სოფლის მოსახლეობას 10 წლის ვადით მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგეობამ 240 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი გამოუყო. 2012 წლის აპრილში კი ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მიერ არენდით აღებული მიწის ფართობებიდან 100 ჰა პრივატიზებული იქნა „ინვესტორზე“. სწორედ ეს უმთავრესი პრობლემა დააყენეს მუნიციპალიტეტის გამგებელთან და  დახმარება სთხოვეს, რათა ინვესტორისაგან  მოხდეს მიწის უკან გამოსყიდვა. შპს “ABD-GEOREGIA” აქ სამუშაოებს ვერ ახორციელებს, რადგან ადგილობრივები ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ. მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთების პრობლემაც აქვთ, რადგან ფართობები არასწორად არის განაწილებული და მათთვის უცნობ პიროვნებებზეა გაფორმებული, ადგილობრივ ხელისუფლებას დისველის მოსახლეობამ ამ საკითხის მოგვარებაც სთხოვა. სოფელი ძირითადად მესაქონლეობას მისდევს, თუმცა ბოლო წლებია  საძოვრებთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ, რადგან ხრამის მიმდებარე ტერიტორია თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და აღარ აძლევენ საქონლის გაშვების უფლებას მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია უფუნქციოდ არის დარჩენილი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი საკითხში გარკვევას და მოგვარებას დაჰპირდა. მოსახლეობას ისევ შეშის ღუმელებით უწევთ სარგებლობა, რადგან სოფელს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, როგორც ალექსანდრა ობოლაძემ ადგილობრივებს აუხსნა 2014 წელს ბოლნისში „სოკარ ჯორჯიას“ სამი სოფლის გაზიფიცირებას მოახდენს  და შეეცდება  რომ  ერთ-ერთი სოფელი დისველი იყოს.

სოფელში ხელოვნურად შექმნილი ნაგავსაყრელების გასაწმენდად თვეში ორჯერ ნაგვის გადამზიდი მანქანის შესვლას ითხოვენ.

მიწებთან დაკავშირებით პრობლემების მოსაგვარებლად შეხვედრები მუნიციპალიტეტის გამგებლის კაბინეტში სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება.

დისველის შემდეგ შეხვედრა ხატისოფელში შედგა. სოფელში მძიმე პირობებია, მოსახლეობას წყალი კვირაში ორჯერ მიეწოდება, ისიც უხარისხო და დაბინძურებულია, ამიტომ ისინი წყალს სასმელად არ იყენებენ. სოფლის ნაწილში წყლის მილები წლების წინ გაიყვანეს, მაგრამ  ხშირად ზიანდება,  მოსახლეობა სასმელ წყალს  ბუნებრივი ჭიდან ეზიდება. სოფელში ორი რეზერვუარი დგას, სწორედ ამის გაწმენდა და დაქლორვა სთხოვეს ადგილობრივ ხელმძღვანელობას. ასევე წელს სოფლის  მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხით 200 მეტრის მონაკვეთზე შეიცვლება დაზიანებული მილები, ხატისოფელში შიდა გზების და გარე განათების პრობლემაც დგას. სოფელში არ არის სანიაღვრეები, ამიტომ წვიმა აზიანებს შიდა გზებს, „მე არ ვპირდები იმას, რისი მოგვარებაც რეალურად შეუძლებელია, სოფლებში ბევრი პრობლემაა, ხატისოფლის მოსახლეობას შევპირდი, რომ მოხდება ცენტრალური გზის შესწორება, ასევე გზაზე დაიდგმება რამდენიმე ნაგვის ურნა,“._ აღნიშნა ალექსანდრა ობოლაძემ.

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დღევანდელი შეხვედრა რაჭისუბანში დაასრულა. მოსახლეობამ  თბილად მიიღო და საკუთარ გასაჭირთან ერთად სოფლის პრობლემებიც გააცნო. მოსახლეობა სოფლის განვითარების პროგრამით გამოყოფილი თანხით წლების მანძილზე დაზიანებული და უფუნქციოდ დარჩენილი სარწყავი არხის გაწმენდას ითხოვს, ასევე გამგებლისგან თანხმობა მიიღეს, რომ მოხდება სასმელი წყლის შემოწმება, რადგან ხშირ შემთხვევაში გრაფიკით მიწოდებული წყალი დაბინძურებულია. სოფელ რაჭისუბანს საძოვრების პრობლემაც აქვს, ამიტომ ალექსანდრა ობოლაძემ გამგეობაში სოფლის რამდენიმე წარმომადგენელი დაიბარა, მოხდება შეხვედრა, სადაც იმსჯელებენ და დასახავენ სამოქმედო გეგმას, თუ როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება.

გამგებელი სოფლებში7

გამგებელი სოფლებში3

გამგებელ სოფლებში4

გამგებელი დისველსი

დისველი2

 

 

Share.

Comments are closed.