ბოლნისის კულტურის სახლმა კიდევ ერთ შთამბეჭდავ ღონისძიებას უმასპინძლ

0

კონცერტი33 აპრილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ბოლნისს „მოძრავი ფილარმონია“ ესტუმრა. თემურ წიკლაური, ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ბესო ბერულაშვილი, ხვიჩა მაღლაკელიძე, გუჯა მარდალეიშვილი, მერაბ გეგეჭკორი, ზურაბ ვადაჭკორია, ეს ის ადამიანებია, რომელთაც მთელი საქართველო იცნობს და ყველგან სიყვარულით ხვდებიან. მიუხედავად გაყინული დარბაზისა, ბოლნისელი მაყურებელი სითბოთი და სიყვარულით დახვდა საყვარელ მომღერლებს.

ბესო ბერულაშვილი, შპს „მოძრავი ფილარმონიის“ დამფუძნებელი, ხელმძღვანელი, მსახიობი:

_  ფილარმონიაში ხშირად აღარ იმართება ჩვენი კონცერტები, ამიტომ ხალხი მონატრებულია სულიერ საზრდოს და გადავწყვიტეთ  „მოძრავ ფილარმონიას“ მთელი საქართველო შემოევლო. მადლობა კულტურის სამინისტროს, რომ გვერდში გვიდგას, მადლობა მაყურებელს, სადაც ჩავდივართ ყველგან სითბოთი და სიყვარულით გვხვდებიან.

ნუგზარ კვაშალი, მსახიობი, მომღერალი:

_ ბოლნისი  დიდი კულტურული ტრადიციების მქონე ისტორიული ქალაქია,  ამიტომ იგრძნობა მათგან  სიყვარული და სითბო.  „მოძრავი ფილარმონია“ დადის ქვეყნის მასშტაბით, უნდა შემოვიაროთ მთელი საქართველო,  არის  სოფლები, სადაც კლუბიც არ არსებობს, ამიტომ თავად უნდა ვესტუმროთ, რადგან მონატრებული მაყურებელი გველოდება.

ხვიჩა მაღლაკელიძე, მომღერალი:

_ სიცივის მიუხედავად, სცენაზე გარემო ძალიან თბილია. ბოლომდე ვიხარჯებით არა მარტო ბოლნისელი მაყურებლისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ჩემი ოცნებაა,  მშობლიურ სოფელ დიხაჭკორშიც ჩავატარო კონცერტი, 3 კომლი ცხოვრობს მაგრამ მაინც. მაყურებელმა უნდა გადაარჩინოს ქართული კულტურა მოსმენით და სიყვარულით.

ვახტანგ ტატიშვილი, მომღერალი:

_ გენაცვალეთ ბოლნისელებო, ყოველთვის კარგები იყავით, რაც სასაცილოა იმაზე იცინით, რაც სატირალია თავს იკავებთ. მოხარული ვარ თქვენთან ყოფნით, გაგიმარჯოთ ღმერთმა.

მერაბ გეგეჭკორი, პაროდისტი:

_ მადლობა ბოლნისელებს ასეთი სითბოსთვის. ძალიან დიდ მონატრებას ვგრძნობთ მაყურებლისაგან და სწორედ ასეც ქვია ჩვენს ტურნეს. ყოველ კუთხე კუნჭულში ქართველმა კაცმა თავისი თავი უნდა წარმოაჩინოს  ცეკვით, სიმღერით და სიტყვა-პასუხით.

თემურ წიკლაული, მომღერალი:

_ ბოლნისი საქართველოს მარგალითია თავისი წარსულით და აწმყოთი, მომავალი  კიდევ უკეთესი იქნება. ჩვენს გულებში  მაყურებლის სიყვარულის ცეცხლი ანთია და ენთება მუდამ. ვაპირებ ზაფხულში სოლო-კონცერტით წარვსდგე ბოლნისელი მაყურებლის წინაშე და ამ პირობას აუცილებლად შევასრულებ.

ზურაბ ვადაჭკორია, ილუზიონისტი:

_ მადლობა ყველას ვინც დაგეგმა ეს ტურნე,  რადგან ბოლნისელი მაყურებელი ყოველთვის აფასებდა ჭეშმარიტ ხელოვნებას.

ნინო რეხვიაშვილი, მაყურებელი:

_ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ კონცერტში და ვინც დაგეგმა ეს ტურნე.

ეკა გაბიძაშვილი, ბოლნისის მკვიდრი:

_ აღფრთოვანებული ვარ, დიდი  მადლობა.

კონცრტ.11კონცერტ. 14 კონცერტი14

კონცერტ.5

კონცერტი

Share.

Comments are closed.