ბოლნისელმა მომღერალმა ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინში“ მთავარი პარტია შეასრულა

0

იამზეე4ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ  დარბაზში პეტრე ჩაიკოვსკის ოპერა  „ევგენი ონეგინი“ დაიდგა. სპექტაკლში ტატიანას პარტია ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა იამზე ურუმაშვილმა შეასრულა, ხოლო ევგენი ონეგინი ლაშა რამიშვილმა. სპექტაკლს კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სახალხო არტისტები ესწრებოდნენ. იამზე ურუმაშვილის მხარდასაჭერად კი  ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი და სამუსიკო სკოლის მასწავლებლებიც გაემგზავრნენ.

„ეს იყო არაჩვეულებრივი სანახაობა,  ურთულეს სპექტაკლს ბრწყინვალედ გაართვეს თავი კონსერვატორიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა, ასე ვთქვათ, ახლად გამომცხვარმა სპეციალისტებმა, რომელთა შორის იმყოფებოდა ბოლნისელი იამზე ურუმაშვილი. მან მთავარი როლი შეასრულა, რაც უკვე წარმატებაა. მისი პედაგოგი მსოფლიო დონის საოპერო ხელოვნების წარმომადგენელი თემურ გუგუშვილია. როდესაც ასეთი დიდი პიროვნება არჩევანს  შენზე აკეთებს და ურთულეს სპექტაკლში მთავარ როლს გაძლევს, ეს უფლის წყალობაა. უსაზღვროდ შთამბეჭდავი სანახაობა იყო. მისი დასრულების შემდეგ  ავედით სცენაზე იამზეს სანახავად და მასთან ძლივს მივაღწიეთ, იმდენ მილოცვას ღებულობდა პროფესორ-მასწავლებლებისგან, მეგობრებისგან.  ეს უდიდესი ბედნიერებაა არა მარტო იამზესთვის, არამედ ბოლნისის საზოგადოებისთვის, რაც ნამდვილად დასაფასებელია. იამზემ თავისი გამოსვლით ნამდვილად ხმამაღალი განაცხადი გააკეთა,  მე მჯერა რომ ის დიდ წარმატებას მიაღწევს და ასახელებს ბოლნისს.“- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა კობა ჟღენტმა.

iamze

iamze 2

 

Share.

Comments are closed.