ბექა ვიბლიანმა ევროპის თასზე მესამე ადგილი დაიკავა

0

beqa vibliani5–6 აპრილს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა  საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ევროპის თასზე. ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 5 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, მათ შორის იყო ბოლნისელი ბექა ვიბლიანი, რომელმაც საბერძნეთში გამართულ ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. ბექა ვიბლიანი ერთი თვის წინ გახდა საქართველოს სარეიტინგო პირველობის გამარჯვებული.

,, ვულოცავ ბექას ამ წარმატებას,  ძალიან ბევრს შრომობს და შედეგიც სახეზეა. კიდევ ბევრი წარმატება მიმელოცოს.’’ – აღნიშნა bolnisi.ge -თან მწვრთნელმა შერმადინ დადვანმა.

Share.

Comments are closed.