ალექსანდრა ობოლაძე სავანეთის მოსახლეობას შეხვდა

0

25 აპრილს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრა ობოლაძე მოადგილესთან ლონგინოზ გასანოვთან ერთად სოფელ სავანეთის მოსახლეობას შეხვდა. სოფლის მცხოვრებლებმა განცხადებით მიმართეს მუნიციპალიტეტის გამგეობას და ქალბატონ ალექსანდრას შეხვედრა თავად სთხოვეს, სოფელში არსებული პრობლემების გამო. გამგებელი ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას და შეძლებისდაგვარად მოგვარებას დაჰპირდა.

„დავგეგმე შეხვედრა სოფელ სავანეთის მოსახლოებასთან, მათივე კოლექტიური განცხადების საფუძველზე. მოსახლეობა ითხოვდა ადგილზე გავცნობოდი პრობლემას, რომელიც კარგა ხანია აწუხებს სოფელს. ეს არის სარწყავი არხი, რომლის თაობაზეც მელიორაციის სამსახურთან ორშაბათს მექნება შეხვედრა და შეძლებისდაგვარად მოვუგვარებთ ამ პრობლემას მოსახლეობას.

საუბარი იყო საძოვრების არქონაზეც, ეს საკითხიც საკმაოდ მწვავედ დგას სავანეთში. საძოვრები ერთ პირს აქვს აღებული არენდით და მოსახლეობა ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაშია. დავპირდი მათ,  მოვიძიებ ინფორმაციას და დავეხმარები, რომ აიღონ იჯარით, თუ იქნება ამის შესაძლებლობა.

სოფლის ახალგაზრდობა მინი სტადიონის მარტივი კონსტრუქციით კეთილმოწყობას ითხოვს, რომელზეც არ დავწყვეტთ გულს და ბიუჯეტში თანხების შემოსვლის შემდეგ ამ საკითხსაც მივხედავთ“.  – აღნიშნა bolnisi.ge – თან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრა ობოლაძემ.

Share.

Leave A Reply