წარმატებული სპორტსმენი

1557245_191730237702509_1361174066_obolnisi.ge გაგაცნობთ წარმატებულ სპორტსმენებს, რომლებიც  ადგილობრივი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ყოველთვიურ სტიპენდიას იღებენ.

ამჯერად გიამბობთ ლერი დადვანის შესახებ, ის სოფელ ტანძიაში 1995 წელს დაიბადა. 7 წლის ასაკიდან დაიწყო  ვარჯიში სკოლის სპორტულ დარბაზში,  მრავალ ტურნირში აქვს  მონაწილეობა მიღებული, სადაც წარმატებით ასპარეზობდა. ძირითადად ძიუდოს ჭიდაობს, ასევე გამოდის სამბოში და ქართულ ჭიდაობაში. როგორც ლერი აღნიშნავს სიცივეში და ყინვაში წლობით უწევდა ვარჯიში, სანამ ბოლნისში ძიუდოს დარბაზი გაიხსნებოდა, ხოლო  2005 წლიდან  მურმან ჯაფარიძის სახელობის ძიუდოს დარბაზში ლერი ტანძიელ ძიუდოისტებთან ერთად  აგრძელებს ვარჯიშს.  ის არის რესპუბლიკური პირველობის გამარჯვებული და პრიზიორი როგორც ჭაბუკებში, ასევე ახალგაზრდებს შორის. ლერი დადვანი გახდა საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი ჭიდაობა სამბოში და ძიუდოში. მან 2014 წელს ქალაქ ზესტაფონში გამართულ საქართველოს პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში  პირველი ადგილი დაიკავა. უკვე მეორე წელია ლერი დადვანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სტიპენდიანტია. იანვრის თვეში ბაქოში მან მორიგ წარმატებებს მიაღწია და საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი გახდა, არის საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულიც.

„ლერი დადვანს პირველ რიგში ვახასიათებ  კარგ პიროვნებად და შემდეგ კარგ სპორტსმენად, იგი უამრავი ტიტულის მფლობელია,  დიდ იმედებს ვამყარებ მასზე, მჯერა მრავალჯერ ასახელებს როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტს, ისე მის მშობლიურ ტანძიას“. – აღნიშნავს ძიუდოს უფროსი მწვრთნელი შერმადინ დადვანი.

ლერი დადვანი ამჯერად არის ჭაბუკთა ნაკრები გუნდის წევრი, ქვ. ქართლის ახალგაზრდული ნაკრების წევრი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი სამბოში. სპორტსმენს სამომავლო გეგმებიც აქვს. ის მონაწილეობას აპირებს საქართველოს ჩემპიონატში ახალგაზრდებსა და დიდებს შორის. წინ უამრავი ტურნირი და ჩემპიონატი ელის როგორც ძიუდოში, ისე სამბოშიც.

Share.

Comments are closed.