ჯილეხის მასობრივი იმუნიზაცია მიმდინარეობს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯილეხის ე.წ. ციმბირული წყლულის საწინააღმდეგო აცრები დაიწყო. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემდგარი მობილური ჯგუფები ვაქცინაციაs უფასოდ აწარმოებენ. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 15000 პირუტყვი აიცრება.

„ითანამშრომლეთ ვეტერინარებთან და სახელმწიფოსთან ერთად დაიცავით თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობა“ – ამ დევიზით სახელმწიფომ ცხოველთა მასობრივი იმუნიზაცია დაიწყო.

ჯილეხი  მწვავედ მიმდინარე  საშიში ინფექციური დაავადებაა, მისი გამომწვევი სპორა წლობით ძლებს წყალში, ათეულობით წლობით კი ნიადაგში. საქონელი ნიადაგიდან იღებს დაავადებას, რომელიც მწვავე სახით ვლინდება და ცხოველებში სიკვდილიანობას იწვევს. ადამიანში კი ციმბირის წყლული დაავადების დაწყებისთანავე ჩანს და იკურნება. ცხოველებში ციმბირის წყლული ფილტვების ან ნაწლავური ფორმით გვხვდება. წყლულის გაჩენის შემდეგ, ცხოველი მაქსიმუმ ორი დღე ცოცხლობს.

ადამიანს დაავადება შეიძლება გადაედოს პირდაპირ ცხოველისგან ან მისი ბეწვისა და ტყავისგან. ინფიცირება ავადმყოფი ცხოველის მოვლის, დაკვლის, ხორცის დამუშავების დროს შეიძლება მოხდეს.

ბოლნისში აცრები ისტორიულად დაფიქსირებული კერებიდან დაიწყო.

Share.

Comments are closed.