ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა უმაღლეს ლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი ბათუმიდან დაბრუნდა. ხუთი დღის განმავლობაში ბოლნისელი ფრენბურთელები ბათუმში უმაღლესი ლიგის ტურნირზე ასპარეზობდნენ. ამ ხნის განმავლობაში  ხუთი შეხვედრა გამართეს, აქედან ორი მოგებით, სამი კი წაგებით დაასრულეს. საბოლოოდ კი უმაღლეს ლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავეს.

„უმაღლესი ლიგის პირველ წრეში 12 გუნდი მონაწილეობდა. ჩვენი გუნდი მეორე წრის ექვსეულში მოხვდა. მოგებით დავასრულეთ თამაში ქუთაისისა და ჯიხაიშის გუნდებთან, შემდეგი სამი შეხვედრა  ბათუმისა და თბილისის გუნდებთან, სამწუხაროდ, მათი მოგებით დასრულდა. ჩვენი წაგება განაპირობა იმან, რომ გუნდი სრული შემადგენლობით ვერ წავიყვანე“. – აღნიშნა   გუნდის მწვრთნელმა დავით ჯანაძემ.

Share.

Comments are closed.