სოფლის კრებები დღეს სოფელ სამწევრისსა და ფოლადაურშიც გაიმართა

0

კიდევ ორი სოფელი, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლმლის მოადგილემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა მოინახულეს, სოფელი სამწევრისი და ფოლადაური იყო.
სოფელ სამწევრისში 108 კომლი ცხოვრობს. გასულ წლებში სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში კლუბის შენობის რიტუალების სახლად გადაკეთება მოხდა. თუმცა როგორც აღმოჩნდა ფართი არასაკმარისია და ამიტომ სარიტუალო დარბაზის გაფართოება შარშან დაიწყო და წელს მოსახლეობა მის დასრულებას ითხოვს.
რაც შეეხება სოფელ ფოლადაურს, აქ გასულ წლებში სარწყავი სისტემის 100 დიამეტრიანი მილის კილომეტრი და 700 მეტრის სიგრძის გაყვანა მოხდა. წელს კი ადგილობრივები პროექტის ბოლომდე დასრულებას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, სოფლის ძირითადი შემოსავლის წყარო, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანაა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები 10 მარტამდე მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც მივლენ, კრებებს დაესწრებიან ადგილობრივების პრობლემებს ადგილზე გაეცნობიან.

Share.

Leave A Reply