სოფელ ბალიჭში ტყე იწვის!

0

ერთი საათია ადგილობრივი მოსახლეობა, პოლიციის თანამშრომლებთან და სამაშველო სამსახურთან ერთად სოფელ ბალიჭის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობს. ხანძრის ლოკალიზებას ძლიერი ქარი უშლის ხელს. დამწვარია დაახლოებით ერთი ჰექტარი ტყის ფართობი. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე ბოლნისის სახანძრო მანქანა მივიდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი მოსახლეობის დაუდევრობით გაჩნდა. ადგილზე იმყოფება დაბა კაზრეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.

Share.

Comments are closed.