კომპანია RMG-ის ხელმძღვანელობას, გაფიცულ მუშებსა და მედიატორს შორის პირველი შეხვედრა გაიმართება

0

DSC_0924ერთთვიანი გაფიცვის შემდეგ დღეს პირველად შედგება შეხვედრა კომპანიის გაფიცულ და გათავისუფლებულ თანამშრომლებს, საწარმოს ხელმძღვანელობასა და პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს შორის. სამმხრივი კომისია ერთობლივად იმსჯელებს როგორც თანამშრომელთა მოთხოვნაზე, ისე კომპანიის მდგომარეობაზე.http://bolnisi.ge/wp-includes/js/tinymce/plugins/wordpress/img/trans.gif

„ამ შეხვედრაზე დადებითად გადაწყდება ყველაფერი, იქნება გათვალისწინებული ჩვენი მოთხოვნები, ვიმსჯელებთ და შევთანხმდებით, მხარში გვიდგას მთავრობაც, პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოვეხმაურებით და თანამშრომელთა სახელით მადლობას მოვუხდით, მისგან ვგრძნობთ თანადგომას“. _ აღნიშნა თანამშრომლების სახელით პროფკავშირების თავმჯდომარე ჯონი რთველაძემ.

Share.

Comments are closed.