დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

0

შეხვედრა სოფლის მეურნ.პროექტი სახელწოდებით ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოშო“  ევროკავშირის მიერ ფინანსდება, მისი მიზანია ხელი შეუწყოს  ბიზნესზე ორიენტირებულ მცირე ფერმერთა ჯგუფებს.  ამავე პროექტით   ბოლნისის მუნიციპალიტეტში სადემონსტრაციო ნაკვეთების მოსაწყობად  საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ACF-ის წარმომადგენლებმა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ რწმუნებულებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.

„ მოგეხსენებათ საქართველოში  დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნებას, ეს პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. ჩვენი სამიზნე მუნიციპალიტეტებია ბოლნისი, დმანისი, წალკა, თელავი. ასევე, ამ კუთხით ACF მუშაობს დასავლეთ საქართველოშიც. ვაწყობთ შეხვედრებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ რწმუნებულებთან და ფერმერებთან. ვაცნობთ  ჩვენს პროექტს  და ველით მათგან იდეებს. დღევანდელ შეხვედრაზე  ვისაუბრეთ სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთების მოწყობაზე.  ამ კუთხით ვაცხადებთ კონკურსს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ფერმერს. ამ შემთხვევაში ჩვენ პრიორიტეტს მივანიჭებთ ინოვატორული სიახლეების დანერგვას, რომელიც ეფექტურიც იქნება და ადვილად გასამეორებელიც სხვა ფერმერებისთვის. კონკურსში მონაწილე ფერმერი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, ძირითადად უნდა ჰქონდეს მიწა მინიმუმ 1 ჰა, ნაკვეთთან ახლოს უნდა იყოს ირიგაციის სისტემა და ა.შ. აპლიკანტმა უნდა უზრუნველყოს სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობისთვის საჭირო ბიუჯეტის მინიმუმ 40% თანხობრივი თანადაფინანსება.

თითოეულ სამიზნე მუნიციპალიტეტში მოეწყობა ერთი ან ორი სადემონსტრაციო ნაკვეთი. საპროექტო განაცხადის ღირებულებაა მინიმალური 10000 ევრო, მაქსიმალური 15 000 ევრო. კონკურსი ცხადდება დღეს. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 24 მარტი. განცხადებები მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში“._ აღნიშნა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ACF-ის თანამშრომელმა თამარ ნასყიდაშვილმა.

Share.

Comments are closed.