ბერიანმა და ხოსიტაშვილმა საქართველოს პირველობაზე ასპარეზობის საგზური მოიპოვეს

0

გარდაბნის მუნიცპალიტეტში,  სოფელ მარტყოფში გაიმართა საქართველოს ზონალური პირველობა ქართულ ჭიდაობაში 1998-99 წლეში დაბადებულ ჭაბუკებს შორის, სადაც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონის მოჭიდავეები იღებდნენ მონაწილეობას.

60 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი ბოლნისელი ბადრი ბერიანი გახდა. მესამე ადგილს დასჯერდა 55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბოლნისელი ვლადიმერ ხოსიტაშვილი.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოჭიდავეები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველობაზე, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აპრილის თვეში ჩატარდება.

Share.

Comments are closed.