ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ძველი ქვეშისა და ტანძიის მაცხოვრებლებს შეხვდნენ

0

კიდევ ორ სოფელში შედგა დღეს კრების ოქმი. სოფელ ქვეშის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძველ ქვეშში გადაინაცვლეს და მათ პრობლემებს პირადად გაეცნენ. მოსახლეობის დღის წესრიგში სოფელში არსებული რიტუალების სახლის გაფართოებაა, ვინაიდან ძველ ქვეშში 352 ოჯახი ცხოვრობს და არსებული დარბაზის ფართი არასაკმარისია. გარდა ამისა სოფელი შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვს. 
სოფელ ტანძიას კი რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი აწუხებს, თუმცა მათ შორის პირველი შიდა გზებისა და სოფელში არსებული კანალიზაციის რეაბილიტაციაა. გარდა ამისა ისინი სოფელში არსებული ისტორიული წყაროების გაწმენდასა და ამოქმედებას ითხოვენ. ტანძიელების საზრუნავი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შემოღობვაცაა.
გასულ წელს ტანძიაში რიგით მეორე რიტუალების სახლის კეთილმოწყობა დაიწყო, რომელიც სახურავში უკვე მოყვანილია.
სოფლებში არსებული პრიორიტეტების გამოსავლენად სოფლის კრებები 10 მარტამდე ჩატარდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ყველა სოფელში პირადად მივა და იქ არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა.

 

Share.

Comments are closed.