რატომ იბზარება სოფელ ბალიჭში საცხოვრებელი სახლის კედლები

0

სოფელ ბალიჭის მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების დანგრევის საშიშროებაზე საუბრობს. ადგილობრივების აღნიშვნით, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მადნის მოსაპოვებლად განხორციელებულმა აფეთქებებმა საცხოვრებელი სახლების კედლები დაბზარა. მოსახლეობამ დახმარებისთვის დაბა კაზრეთის ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებულს განცხადებით არაერთხელ მიმართა.

აბესალომ ზაქარაშვილი, სოფელ ბალიჭის მცხოვრები:

_ საწარმოში განხორციელებულმა ძლიერმა აფეთქებებმა დაგვიბზარა სახლები, ორ სართულიანი, ახლად  აშენებული სახლი მაქვს, კედლები მთლიანად  დაბზარული და ერთმანეთისგან დაცილებულია. გვეშინია არ ჩამოგვენგრეს. რამდენჯერ ვითხოვეთ დახმარება, მაგრამ ამოად.

ჯემალ მიქაცაძე, სოფელ ბალიჭის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული:

_ 70 განცხადება იყო შემოსული დახმარების თაობაზე.  შუამდგომლობა გავუწიეთ საწარმოსთან, შევხვდით კომპანიის მრჩეველს ეკოლოგიის საკითხებში და გავაცანით აღნიშნული პრობლემები.  დაგვპირდნენ  შეიქმნება კომისია, სეისმოლოგების და გეოლოგების დახმარებით, შეისწავლიან დაბზარვის გამომწვევ მიზეზებს, თუკი ამ პრობლემის მიზეზი აფეთქებებია, დახმარებას გაუწევენ. შეხვედრა აგვისტოში შედგა, თუმცა  კომისია ამ დრომდე არ შექმნილა.

Bolnisi.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანია RMG-ს პოზიციას აუცლებლად შემოგთავაზებთ.

Share.

Leave A Reply