მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სოფელ ფარიზისა და დაბა თამარისის მოსახლეობას შეხვდა

0

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოსავლენად, გრძელდება სოფლის კრებების ჩატარება. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრა ობოლაძე მოდგილეებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად სოფელ ფარიზისა და დაბა თამარისის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იქ არსებულ პრობლემებს გაეცნენ. სოფელ ფარიზის მაცხოვრებლებს ყველაზე პირველ პრობლემად სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება მიაჩნიათ. სოფელი ფარიზი და დაბა თამარისი მარაგდება ჭაბურღილიდან, რომელიც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მარნეულის სერვისცენტრს ეკუთვნის. გასულ წელს ფარიზისაკენ მიმავალი მაგისტრალი შეიცვალა ახლით. სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის შეცვლას ითხოვენ წელს სოფლის მაცხოვრებლები. გარდა ამისა სოფელს ელექტრო გადამცემი ხაზების ,,კაბელიზაციის“ პრობლემა აქვთ. სოფელ ფარიზში 257 კომლი ცხოვრობს. მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ასევე სოფლის გაზიფიცირებაა. 
დაბა თამარისშიც, სადაც 199 ოჯახი ცხოვრობს, მთავარი პრობლემა სასმელი წყალია. დაბის მოსახლეობა ასევე მოძველებულ საკანალიზაციო ქსელს უჩივის. გასულ წელს დაბაში არსებული 7 კორპუსიდან ორში საკანალიზაციო ქსელი შეიცვალა. წელსაც ადგილობრივები სოფლის პროგრამის ფარგლებში კანალიზაციის საკითხის მოგვარებას ითხოვენ.
,,დღეს უკვე შევხვდი მოსახლეობას სოფელ ფარიზსა და დაბა თამარისში. ორივე სოფელში სასმელი წყლის პრობლემაა. გამოსაცვლელია 3 კილომეტრიანი მილი, რომლის შეცვლის შემდეგაც საკითხი დადებითად გადაიჭრება. ვფიქრობ, გაერთიანდება ამ ორივე სოფლისთვის გამოყოფილი თანხა და მილის რეაბილიტაცია ასე იქნება შესაძლებელი. სოფელ ფარიზში გამახვილდა ყურადღება ელექტრო ენერგიასა და გაზიფიცირებაზე. ამ საკითხების მოგვარება ჩვენი პირდაპირი კომპეტენცია არაა, მაგრამ მე უკვე ვესაუბრე კომპანია ,,სოკარის“ წარმომადგენლებს. მათ აქვთ დაგეგმილი მიმდინარე წელს სამი სოფლის გაზიფიცირება, შესაძლებელია რამდენიმე სოფელი დაემატოს. ეს სოფლებია ფარიზი, ნახიდური და ქვემო ბოლნისი. ზოგადად ,,სოკარის“ განრიგის მიხედვით გაზიფიცირება 2015 წელს უნდა დასრულდეს. რაც შეეხება ელექტრო ენერგიას და გადამცემ ბოძებს, აქაც საუბარი გვქონდა ,,ენერგო-პრო ჯორჯიასთან“, რომელიც მიმდინარე წლის პროგრამით ეტაპობრივად მოაგვარებს ამ პრობლემას. ასევე დაბა თამარისის კორპუსებში მოხდება საკანალიზაციო სისტემებზე დაერთება, რადგან მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ.

Share.

Comments are closed.