დღეს ელენე გედევანიშვილი თავისუფალი პროგრამით გავა ყინულზე

0

20 თებერვალს,  თბილისის დროით 19 საათზე  ელენე გედევანიშილი მეორე ჯგუფში, მეორე ნომრად გამოვა.

სოჭში მიმდინარე 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობაში ელენე გედევანიშვილი გუშინ ჩაერთო.  ქართველმა მოციგურავემ ყინულის სასახლე “აისბერგში” მოკლე პროგრამა შეასრულა, სადაც 54,70 ქულა მიიღო (ელემენტებში – 27,51, კომპონენტებში – 27,19), 30 სპორტსმენს შორის მე-17 ადგილი დაიკავა და თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

ელენე გედევანიშვილი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ იღებს მონაწილეობას.

ოლიმპიადა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:  http://tv.jampo.tv/play/channel/russia2

 

 

Share.

Comments are closed.