დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში სამუშაო პროცესი არ შეფერხებულა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელი, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და  აცხადებს, რომ დაბა კაზრეთის საბავშო ბაგა-ბაღში სამუშაო პროცესი არ შეფერხებულა.

„სანამ აქციები დაიწყებოდა, მანამდე იყო ისეთი ინფორმაცია რომ, ბაღიც გაიფიცებოდა. ამ ინფორმაციის გავრცელების გამო, მხოლოდ ერთი დღით შემცირდა ბავშვების რაოდენობა. არცერთი წუთით არ გაჩერებულა ბაღი. იქ მომუშავე პერსონალი თავიანთი საქმიანობით გამოხატავენ სოლიდარობას, ისინი აქციის მონაწილეების  შვილებზე ზრუნავენ.” -აცხადებს ლელა გოგმაჩაძე. დაბა კაზრეთის ერთადერთ ბაგა-ბაღში 280 ბავშვი ირიცხება.

შეგახსენებთ, დაბაში აქციები 14 თებერვლიდან იმართება. რამდენიმე დღეა პროტესტს სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები შეუერთდნენ.

Share.

Comments are closed.