გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სოფელ ცურტავის, ნახიდურისა და ხიდისყურის მაცხოვრებლებს შეხვდა

0

ცურტავისა და დაბა თამარისის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სოფელ ცურტავის, ნახიდურისა და ხიდისყურის მაცხოვრებლებს შეხვდა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის პრიორიტეტების განსაზღვრა თავად მოსახლეობას სთხოვა. სასმელი წყლის პრობლემა დგას სოფელ ცურტავშიც. გასულ წელს სოფლის პროგრამით ჭაბურღილიდან ამომავალი სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალი შეიცვალა. სოფელში 530 კომლი ცხოვრობს. სოფლის ცენტრში 16 ტონიანი რეზერვუარი დგას, რომელიც ერთი ჭაბურღილით ივსება. სოფლის თავში კიდევ 2 ანალოგიური რეზერვუარია. ცურტავში შიდა დაქსელვითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. საჭიროა მხოლოდ დამატებითი საქაჩის დამონტაჟება, რათა ზედა რეზერვუარები წყლით შეივსოს. ამჟამად წყლის საქაჩის მოწყობასთნ დაკავშირებით გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე. წყალსაქაჩის დამონტაჟება ადგილობრივი სახსრებით განხორციელდება.
რაც შეეხება სოფლის პროგრამას, მოსახლეობამ წელს სოფლის ერთ უბანზე სასმელი წყლის ქსელის მოწყობა, სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია და ნაგვის ურნების შეძენა ითხოვა.
ნახიდურში შეკრებილმა მოსახლეობამ, ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე საკუთარი პრობლემები გააჟღერა. ძირითადი მოთხოვნა სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას უკავშირდება.
სოფელ ხიდისყურში გასულ წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დამონტაჟდა ჭაბურღილი და წელს ადგილობრივები რეზერვუარის დამონტაჟებასა და შიდა დაქსელვითი სამუშოების ჩატარებას ითხოვენ. ასევე მათი სურვილია, სოფელში არსებული სასაფლაოს შემოღობვა. ელექტრო გადამცემი სისტემები, ისევე როგორც სოფელ ფარიზში, შესაცვლელია ხიდისყურშიც. გამგებელთან სასაუბროდ შეკრებილმა ადგილობრივებმა ცენტრალურ საგზაო მაგისტრალზე სიჩქარის შემანელბების დამონტაჟებაც ითხოვეს. მსგავსი საკითხი ალექსანდრა ობოლაძესთან სოფელ ფარიზის მოსახლეობამაც დააყენა.

 

Share.

Comments are closed.