ბოლნისში მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართება

0

პირველი მარტიდან სტარტს აიღებს ტურნირი მინი ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ორგანიზაციების, სოფლებისა და ქალაქ ბოლნისის სხვადასხვა უბნების გუნდებს. ტურნირის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა. ორგანიზატორები არიან მუნიციპალიტეტის გამგეობა და ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექცია. მონაწილეობის უფლება აქვთ 30-60 წლამდე ასაკის მოქალაქეებს. გუნდებში არ დაიშვებიან  მოქმედი ფეხბურთელები.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ჯილდოვდებიან ფულადი პრემიითა და დიპლომებით: I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი. ასევე გათამაშდება სახელობითი პრიზები. თამაზ სტეფანიას სახელობის პრიზი – „საუკეთესო მეკარე“, ფირუზ რეხვიაშვილის სახელობის პრიზი – „საუკეთესო თავდამსხმელი“, ვახტანგ უგრეხელიძის სახელობის პრიზი – „საუკეთესო მცველი“. მურმან ჯაფარიძის სახელობის პრიზი – „საუკეთესო ნახევარმცველი“, ბადრი უგულავას სახელობის პრიზი – „ბომბარდირი“.

შეხვედრები გაიმართება ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და კულტურისა და დასვენების პარკის მინი სტადიონებზე.

Share.

Comments are closed.