ბოლნისის მუნიციპალიტეტი მაწანწალა ძაღლების პრობლემის გადასაჭრელად განმეორებით ტენდერს გამოაცხადებს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ერთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურების შესყიდვის კუთხით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულს მოეთხოვება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მობილური ჯგუფების მიერ, არანაკლებ თვეში სამჯერ შესაბამისი რეიდის მოწყობა. 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადასაყვანად  ტენდერი გამოცხადდა 24 იანვარს, 31 იანვარს კი მისი გახსნის მომენტში  პრეტენდენტი არ დაფიქსირდა, შესაბამისად ტენდერს მიენიჭა სტატუსი _ ტენდერი არ შედგა. აღნიშნული კუთხით განმეორებითი ტენდერი გამოცხადდა 3 თებერვალს. 10 თებერვლის მდგომარეობით კი დაფიქსირდა ერთი პრეტენდენტი, რომელსაც დოკუმენტაციაში ტექნიკური ხარვეზების გამო მის დასაზუსტებლად  კანონის შესაბამისად მიეცა სამი დღის ვადა. აღნიშნულ ვადებში მან ვერ წარმოადგინა ჩვენ მიერ მოთხოვნილი საბუთები,  შესაბამისად აღნიშნულ პრეტენდენტს ენიჭება დისკვალიფიკაცია, ტენდერი კი დასრულდა უარყოფითად. სატენდერო კომისია შეიკრიბება, იმსჯელებს ამ საკითხზე და შესაბამისად უახლოეს მომავალში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაიდება განმეორებითი ტენდერი“. – განაცხადა bolnisi.ge-თან საუბრისას ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსმა გიორგი მათეშვილმა.

Share.

Comments are closed.