ახალგაზრდებისთვის კინოჩვენებები მოეწყობა

0

6 თებერვალს ბოლნისის კულტურის სახლში ახალგაზრდებისთვის კინოჩვენება მოეწყობა. ნაჩვენები იქნება მხატვრული ფილმი „დაუმორჩილებელი“.

ფილმის გარშემო გაიმართება დისკუსია, რომელშიც ჩაერთვებიან ახალგაზრდები.

კლინტ ისტვუდის დრამატული ჟანრის ფილმი 2009 წელს სტუდია  „Warner Bros. Pictures“-მა გადაიღო.  მასში მთავარ როლებს მორგან ფრიმანი, მეთ დეიმონი, ტონი კგოროგე, პატრიკ მოფოკენგი, მეთ შტერნი, ჯულიან ლუის ჯონსი ასრულებენ.

ფილმი არის აპარტეიდის დაცემის შემდგომი პერიოდის შესახებ, როდესაც სამხრეთ აფრიკამ  1995 წელს ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში. ეს არის ნელსონ მანდელას პირველი საპრეზიდენტო ვადა, როდესაც ის ყველანაირი ძალებით ცდილობს შეაჩეროს მრავალწლიანი გაუგებრობა თეთრკანიან და შავკანიან მოსახლეობას შორის…

კინოჩვენება მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის სახლის ორგანიზებით ეწყობა. მისი მიზანია  საინტერესო და  აქტუალური თემების განხილვებში ახალგაზრდობის ჩართულობა. ორგანიზატორებთან თანამშრომლობს რესურსცენტრი, რომელიც ჩვენებებზე უფროსკლასელთა აქტივობას შეუწყობს ხელს.

კინოჩვენება ბოლნისის  კულტურის სახლში ყოველ მეორე ხუთშაბათს გაიმართება.

Share.

Comments are closed.