ოთხშაბათი, ოქტომბერი 9, 2024
spot_img

ხულუტის ციხე -დარბაზის სამეტაპიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

8 ნოემბერს ხულუტის ციხე-დარბაზის პრეზენტაცია გაიმართა. ახლადრეაბილიტირებული ციხე-სიმაგრის გარდა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ XVII-XVIII საუკუნის პერიოდის საბრძოლო იარაღებს, სამოსს და ეთნოგრაფიულ მასალას. „ქართული იარაღის მუზეუმის“ მიერ წარმოდგენილი ექსპოზიცია საზოგადოებას ეთნოგიდებმა წარუდგინეს.

ციხე-სიმაგრის სარეაბილიტაციო სამუშაოები „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით და კომპანია „არემჯის“ ფინანსური მხარდაჭრით 3 ეტაპად განხორციელდა. 2020 წლის მარტიდან დაიწყო ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო პროცესის მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები. ძეგლის სკანირების შემდეგ ჩატარდა გეოლოგიური და კედლის ქვის კვლევა, ხულუტის ციხე გაიწმინდა ხე-მცენარეებისგან, მოეწყო ძეგლამდე ასასვლელი ბილიკი, სპეციალური მეთოდით მოხდა კოშკზე არსებული ბზარის „ამოკერვა“. ასევე 8 სართულიან კოშკზე განხორციელდა სართულშუა გადახურვები, კიბეები, კოშკის საკვამურის გამაგრება, სახურავის მოწყობა და აივნების მონტაჟი.

ხულუტის ციხის აღდგენა-კონსერვაციის საკითხი “საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” წევრების ინიციატივით მოხდა.  ძეგლის  რეაბილიტაცია კომპანია ,,არემჯის’’  ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.  სამუშაოები  შპს “ინდუსტრიამ’’ შეასრულა, მიმდინარე პროცესს მონიტორინგს  “საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის”უწევდა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები