წარჩინებული სტუდენტების ყოველთვიური ფულადი წახალისების პროგრამაში ცვლილებები შევიდა:
წარჩინებული სტუდენტები, რომელთა მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით საბაკალავრო პროგრამაზე ((A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა) დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით (მიმდინარე სასწავლო წლის 1 ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე);
წარჩინებული სტუდენტები, რომელთა მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((B) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა) დაფინანსდებიან ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით (მიმდინარე სასწავლო წლის 1ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე);
სამაგისტრო პროგრამაზე მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა) – 150 ლარის ოდენობით (მიმდინარე სასწავლო წლის 1 ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე);
სადოქტორო პროგრამაზე მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა) – 300 ლარის ოდენობით (მიმდინარე სასწავლო წლის 1ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე);
წარჩინებულ სტუდენტს ყოველთვიური ფულადი წახალისება მიეცემა წინა სემესტრული შეფასების გათვალისწინებით. სტუდენტებს, რომლებიც შემოდგომის სემესტრში ისარგებლებენ სოციალური დახმარებით არ მოეთხოვებათ ქვეპროგრამის მოქმედების ფარგლებში საგაზაფხულო სემესტრის დახმარების მისაღებად განცხადების ხელმეორედ წარდგენა, გარდა სტუდენტის სტატუსის შესახებ და უმაღლესი სასწავლებლიდან წინა სემესტრული შეფასების შესახებ ცნობებისა. დაფინანსების გაცემა განხორციელდება განცხადების შემოტანის თარიღის გათვალისწინებით. ყოველთვიური სტიპენდიის მისაღებად წარჩინებულ სტუდენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან ცნობა, რითაც დასტურდება სტუდენტის სტატუსი (მიმდინარე წლის ან /და სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი)
გ) წინა სემესტრული შეფასების შესახებ ცნობა(ქულების ამონაწერი), რითაც სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა; (B) ძალიან კარგი-შეფასების 81-90 ქულა);
დ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები;
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გაითვალისწინეთ, სტიპენდიების მისაღებად აუცილებელია ორიგინალი დოკუმენტაციის წარდგენა.