16 დღიანი კამპანიის, ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 3 წლიანი პროექტის მიხედვით ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია გამართა. პროექტის ფარგლებში, კვლევა ჩატარდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, ინიციატივების წარმოჩენის, გენდერული სტერეოტიპებისა და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული განყოფილების თანამშრომლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ქალთა ოთახის წარმომადგენლები. პროექტის მიზანია, კვლევებზე დაფუძნებული, საინფორმაციო კამპანიის წარმოება. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა კვლევები საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში, „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელებაში“ ჩაატარა.
პროექტის მხარდამჭერია დანიური ორგანიზაცია KVINFO და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თეონა ჩიქოვანი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის კოორდინატორი:
-ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, პროექტის პირველ წელს, ჩატარდა ორი კვლევა. პირველი ეხებოდა ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას და ინიციატივების წარმოჩენას. ხოლო მეორე, მუნიციპალურ დონეზე მავნე წეს-ჩვეულებებზე სტერეოტიპების ინდენტიფიცირებას. დღეს გვაქვს ამ პროექტის შედეგების პრეზენტაცია მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის და დაინტერესებული მხარისთვის. ჩვენი მიზანია, აღნიშნულ საკითხზე და კონკრეტულ მიგნებებზე, გვქონდეს დისკუსია და ვიმსჯელოთ, რა არის გამოწვევა და როგორ უნდა მოხდეს რეაგირება. ქალთა საინფორმაციო ცენტრი მხარდაჭერას უცხადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერულ საბჭოს, რათა რეაგირება მოახდინოს კვლევის მიგნებებზე, წამოწიოს და დღის წესრიგში დააყენოს ყველა ის საკითხი, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქტუალურია.
ლელა ხომერიკი, გენდრული საკითხების ექსპერტი, ქალთა, საინფორმაციო ცენტრი:
-ბოლნისის მუნიციპალიტეტი იყო ერთ-ერთი სამიზნე, სადაც კვლევები ჩავატარეთ, როგორც დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, აქაც მსგავსი სიტუაციაა.
გარკვეული წინსვლა გვაქვს, მაგალითად, ქალის მოტაცება ოჯახის შექმნის მიზნით, მილევადი პრაქტიკაა, ასევე მილევადია ადრეულ ასაკში ქორწინება. თან სასიამოვნოა, რომ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, მედიის მუშაობას თავისი გავლენა აქვს. ეს კლებადი რიცხვი, სწორედ იმის დასტურია, რომ გოგოებმა, ქალთა უფლებების შესახებ მეტი იციან, მეტად შეუძლიათ უფლებების დაცვა და მათი პრიორიტეტების გამოკვეთა. შედეგები კარგია, თუმცა სამუშაო ბევრია.