თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ტერიტორიული რეზერვის პროგრამა ტერიტორიული, ანაზღაურებადი რეზერვის სამხედრო ვალდებულების მოხდის ნებაყოფლობით ფორმას წარმოადგენს და ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობას უზრუნველყოფს.
ტერიტორიულ რეზერვში გაწვევა/ჩარიცხვა ხდება ტერიტორიული (რეგისტრაციის ადგილის) პრინციპით, მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 4 წლიანი კონტრაქტი და მათ შეუნარჩუნდებათ სამოქალაქო სამსახური.
საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც თანაბრადაა გადანაწილებული 12 თვეზე. (თვეში ერთი შაბათ-კვირა).
სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ. ისინი რეზერვში სამსახურის დროს შეიძენენ რეალურ საბრძოლო უნარებს.
მომზადების კურსის მთავარი მიზანია საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით, ასევე ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევით. რეზერვში მიღება რეგისტრაციისა და სამხედრო სამედიცინო შემოწმების გავლის საფუძველზე ხორციელდება.
კერძოდ:
რეზერვისტის მომზადების მიზანია – თავდაცვის ძალებისათვის გაწვრთნილი, შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებით მომზადებული, მაღალი პროფესიული დონის რეზერვის ჩამოყალიბება.
1. საბრძოლო მომზადების მიზანია:
ა) სასწავლო-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რეზერვისტზე გეგმაზომიერად ცოდნის მიცემითა და უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ბ) რეზერვისტების ინდივიდუალურად, მაღალ დონეზე მომზადება.
გ) რეზერვის სამეთაურო რგოლის − ოფიცერთა და სერჟანტთა შემადგენლობის დაკომპლექტება, აქტიური მომზადება და გადამზადება.
2. რეზერვისტის მომზადება ხდება მის მიერ სამხედრო შეკრების გავლის დროს, როდესაც რეზერვისტი გადის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებულ სპეციალური მომზადების პროგრამას.
3. რეზერვისტების მომზადებისათვის პასუხისმგებელია ეროვნული გვარდიის შესაბამი ქვედანაყოფები.
რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 4200 ლარია.
რეზერვისტი უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო დაზღვევით.
ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები 18-დან 51 წლამდე ასაკის, მათ შორის სტუდენტები 18-დან 22 წლის ჩათვლით.
საბუთების მიღება მიმდინარეობს ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ხოლო პარასკევს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ შემდეგ მისამართზე: onlinebct.mod.gov.ge
რეზერვისტის დღის განრიგი: