სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილებები შევიდა

0
143

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში განსაზღვრული პრიორიტეტებისთვის 2023 წელს „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში” შემდეგი ცვლილებები შევიდა,

კერძოდ:

1. მუხლი 1. ქრონიკული დაავადებებით დაავადებულ ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფის ( რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები) პროგრამას დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს შიზოტიპური აშლილობის მქონე ბენეფიციარების შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

2. მუხლი 7. ბინის ქირით უზრუნველყოფა. ბინის ქირა არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად ანაზღაურდება:

ა) სოციალურად დაუცველ უსახლკარო – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ჰყავთ 16 წლამდე ასაკის წევრი.

ბ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მსხვერპლს.

3. მუხლი 10. სამედიცინო უზრუნველყოფის (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები) პროგრამის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი განისაზღვრა: დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის არაავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში 1000(ერთი ათასი) ლარის, ხოლო ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში – 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.

პროგრამის მეხუთე პუნქტით – ფარისებრი ჯირკვლით დაავადებულ ბენეფიციართა სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისთვის განსაზღვრული თანხა – 2000 ლარი შეიცვალა და განისაზღვრა 3000 ლარის ოდენობით..

4. მუხლი 10. სამედიცინო უზრუნველყოფის (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები) პროგრამის 9 1 პუნქტის – აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია/აბილიტაციისათვის წლის განმავლობაში განსაზღვრული თანხა – 5000 ლარი შეიცვალა და განისაზღვრა 7000 ლარით.

5. 1. სტუდენტები ყოველთვიური სტიპენდიით ვერ დაფინანსდებიან ორჯერ ერთი და იმავე სემესტრის აქტიური სტატუსით.

2.უმაღლეს სასწავლებელში  სწავლის განმავლობაში თუ სტუდენტი მობილობით გადავიდა სხვა სასწავლებელში, ან სხვა ფაკულტეტზე, ან სტუდენტის სტატუსი ჰქონდა შეჩერებული, უმაღლესი სასწავლებლიდან წარმოდგენილ ცნობაში ეს გარემოება  უნდა იყოს  მითითებული.

5. მუხლი 10. სამედიცინო უზრუნველყოფის (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები) პროგრამას დაემატა მე-10 პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით რეგისტრირებული იმ მოქალაქეების (ოჯახების), რომლების განცხადებით მომართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მათი მომართვის პერიოდში მძიმეა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას და ესაჭიროება სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეების, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისთვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ: ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები), განცხადებას განიხილავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამონაკლისის სახით დახმარება გაეწიოს ამ პუნქტით განსაზღვრულ პირს, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (აქედან მედიკამენტური მკურნალობისთვის – არაუმეტეს 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით).

მკურნალობის უზრუნველყოფით გათვალისწინებული დახმარებები ბენეფიციარს გაეწევა იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურებას მიიღებს სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მონაწილეობს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში.

5. მუხლი 12. ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამის 1 პუნქტს დაემატა „ბ 1” ქვეპუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს უკიდურესად შეჭირვებული ბავშვისთვის სასკოლოდ შესაბამისი საჭიროებების შესაძენად მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფას, რომელიც განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით (ერთჯერადად ბავშვისა და ოჯახის (თემის) სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე);

6. მუხლი 13. გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურების უზრუნველსაყოფად მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის პროგრამაში, რომელიც უზრუნველყოფს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურეობის დაფინანსების მიზნით ყოველ გარდაცვლილის ოჯახზე გასაცემი ერთჯერადი მატერიალური დახმარებით 250 ლარით უზრუნველყოფა შეიცვალა და დახმარების ოდენობა განისაზღვრა 1000 ლარით.

 აქვე მოგახსენებთ, რომ „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტებისთვის კანონით დაკისრებული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე ატარებს სოციალურ მუშაობას, სოციალური და ჯანდაცვის სამსახური წლის განმავლობაში მართავს არაერთ ქეისს, აღნიშნული ქეისების მიხედვით ახდენს საჭიროებების სიღრმისეულ შეფასებას, ადგენს სამოქმედო გეგმას, სიღრმისეულად სწავლობს ყველა მდგარ მოცემულობას, რაც აძლევს საშუალებას სწორად და უმოკლეს ვადაში აღმოფხვრას „ქეისებში“ მითითებული საჭიროებები. აქედან გამომდინარე „სოციალური დახმარების მიღებისა და გაცემის წესში“ დაემატა ახალი პროგრამები.

კერძოდ:

1. მუხლი 15. ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამა – რომელიც ითვალისწინებს, როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე ნებისმიერი შესაბამისი ორგანიზაციის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინალური განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახებისათვის იმ საჭიროებების მოგვარებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დადგენილებით და აუცილებელია ზემოხსენებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინალური განხილვის საფუძველზე წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხილვა, გადაწყვეტილების მიღების მიზნით განხორციელდეს ბავშვისა და ოჯახის შეფასების დოკუმენტის განმხილველი/დახმარების გამცემი კომისიის მიერ და გასაცემი თანხის ოდენობა, თითოეულ ქეისზე, განისაზღვრა არაუმეტეს 2 500 ლარის ოდენობით.

 2. მუხლი 16. მარტოხელა მშობლის ყოველთვიური მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა. – რომელიც ითვალისწინებს მარტოხელა მშობლის ყოველთვიურად 70 ლარით უზრუნველყოფას.

წინა სტატიალელა გელაძეს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
შემდეგი სტატია„ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ