წარჩინებული მოსწავლეებისა და ახლა უკვე სტუდენტებისთვის მედლების გადაცემისთვის განათლების სამინისტრომ მრავალჯერ გადადებული პროცესი დაიწყო. 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში საჯარო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს და ვერცხლის მედლებს რამდენიმე თვეში გადასცემენ.სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს. დასამზადებელი მედლების სავარაუდო საერთო რაოდენობა: 8 735 ცალია, მათ შორის: 6 622 ცალი ოქროს (მოოქროვილი) და 2113 ვერცხლის (მოვერცხლილი) მედალი.
პოპულარული სიახლეები
ენერგოეფექტურობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
პირველ დეკემბერს, USAID-ისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მოსწავლეებისთვის და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის ენერგოეფექტურობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრის მიზანია,...