ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

საპარლამენტო კომიტეტის სხდომა ბოლნისში

ბოლნისის მუზეუმმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის რიგით მეორე გასვლით სხდომას უმასპინძლა. კომიტეტის წევრებმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებთან, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებთან ერთად, რეგიონში განხორციელებელი და მიმდინარე პროექტები მიმოიხილეს.კომიტეტის სხდომა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის თაობაზე, ინფორმაციის წარდგენით გაგრძელდა, თავმჯდომარის მოადგილის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, მაღალმთიანი რეგიონების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და აღნიშნულ საკითხს, სამთავრობო და საპარლამენტო დღის წესრიგში, სათანადო ადგილი უკავია. მთიანი რეგიონების განვითარებისა და შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შექმნისთვის სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება, როგორიც არის ბიზნესის ხელშეწყობა და გარკვეული შეღავათების დაწესება, ექიმებსა და პედაგოგებისთვის შესაბამისი დანამატების გაცემა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გარკვეული სტიმულების დაწესება. სხდომაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა ქვემო ქართლში „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ მიერ 2020 წელს გაწეული სამუშაოების და 2021 წელს მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. მისი განცხადებით, ფონდი შედარებით მცირე, მაგრამ მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მუნიციპალიტეტების მერებმა სხდომაზე მოსმენილი ინფორმაცია შეაფასეს და იმ პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. მომხსენებლების მხრიდან, ყურადღება გამახვილდა გარკვეული სოფლებისთვის მთის სტატუსის მინიჭების საკითხებზე და დაწესებული შეღავათებით სარგებლობაზე, წყალმომარაგების პრობლემებზე და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაზე, ასევე რიგ დასახლებებში საავტომობილო გზების რეაბილიტაციასა და სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.საპარლამენტო კომიტეტები რეგიონებში გასვლით, ადგილზე ეცნობიან არსებულ მდგომარეობას და ამ ფორმით ახორციელებენ საზედამხედველო საქმიანობას.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები