ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
spot_img

საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძიუდოში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძიუდოს დარბაზმა, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს მეცამეტედ უმასპინძლა. ჩემპიონატში, 22 წონით კატეგორიაში, 2009-2010 და 2011-2012 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობდნენ. ორდღიან საერთაშორისო ტურნირში საქართველოს მუნიციპალიტეტებს ნაკრები გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. ტურნირი თასებით, მედლებით და დიპლომებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა უზრუნველყო, რომელიც პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენებს გადაეცათ. შეგახსენებთ, რომ საბა დადვანი წარმატებული ძიუდოისტი, მრავალი ტურნირის ჩემპიონი და 60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს პრიზიორი იყო.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები