ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
spot_img

სააღდგომო სამზადისი ბოლნისის ეპარქიაში

წითელ პარასკევს, კვერცხი წითლად კიდევ შეიღება, თუმცა ღებვის სამზადისს რეზიდენციაში დედა სარა დიდ ხუთშაბათს, მწუხრის ლოცვის შემდეგ შეუდგა, უძველესი და ტრადიციული მეთოდით, ლოცვითა და რწმენით დაჩეჩქვილ ენდროს და ხახვს ცოტა ძმარი და მარილიც დაუმატა, მოადუღა და ნაყენი წითელი პარასკევისთვის მოამზადა

ვნების შვიდეულის მეხუთე დღეს წითელ პარასკევს, ცისკრის ლოცვის შემდეგ უკვე გამზადებულ ნაყენში კვერცხის ღებვის რიტუალიც შესრულდა.

შეღებვამდე რეზიდენციაში სულიერების სიმბოლოს, ხატის პურის ცხობის მორჩილება დედა ეკატერინემ შეასრულა, პასკას უძველესი სახელით, პასექს, დიდი ტრადიცია აქვს, რომელსაც დროთა განმავლობაში შეეცვალა როგორც სახელი, ასევე ფორმა, თუმცა არ შეცვლილა მისი დატვირთვა, ის არის როგორც სულიერი გადარჩენის, გოლგოთას სიმბოლო. საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია, ამ დროს მართლმადიდებელი მორწმუნეები გოლგოთას გზას გადიან, ერი და ბერი 48 დღეს მარხვაში და ლოცვაში ატარებს. გაძლიერებული ლოცვით, სიყვარულითა და ერთობით, ვნების შვიდეულში გამომცხვარ ხატის პურსა და სიმბოლურად, წითლად შეღებილ კვერცხს, მორწმუნეები კვირას, ტაძარში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ზიარების შემდეგ ტეხენ, რითაც სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ზეიმობენ და რწმენით ეგებებიან ბრწყინვალე შვიდეულს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები