კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

პროექტი „მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა ბოლნისის მუნიციპალიტეტში“განხორციელდა

მიუსაფარი ძაღლების პრობლემა,  როგორც მთელ ქვეყანაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. საქართველო არ არის ერთად-ერთი ქვეყანა, რომელსაც მიუსაფარი ცხოველების პრობლემა აქვს, თუმცა დემოკრატიული ქვეყნების დიდმა ნაწილმა  ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოაგვარა. მოგვარების გზების ძიების პროცესში მთავარი, მიუსაფარი ცხოველების ოდენობის დადგენაა, ხოლო ჭარბი პოპულაციის მართვისა და შემცირებისთვის კი ერთ-ერთი გზა მათი მასობრივი სტერილიზაცია-კასტრაცია გახლავთ.

მიუსაფარი ძაღლების თემაზე ხშირადაა საუბარი როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე უფლებადამცველების მხრიდან, თუმცა პრობლემა წლების განმავლობაში მოუგვარებელია.

 პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, რომელიც  HEKS-EPER GEORGIA ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი „მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა ბოლნისის მუნიციპალიტეტში“  ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია „ერთობის“ მიერ ხორციელდება.

აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტში არა ერთი აქტივობა ჩაატარა. მოხალისეებმა ქუჩაში დაარიგეს ბუკლეტები, სადაც განთავსებულია ინფორმაცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით რა სადამსჯელო ღონისძიებები ტარდება მიუსაფარი ცხოველის  სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში.  აღნიშნულმა ორგანიზაციამ ბუკლეტების დარიგებასთან ერთად ჩაატარა საინფორმაციო ტრენინგი, რომელიც მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარებას ეხებოდა.

თეიმურაზ რაზმაძე, ტრენერი:

-ჩავატარეთ მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც მიუსაფარ ცხოველებს ეხებოდა. უშუალოდ რა პრობლემები გვაქვს და რაში გამოიხატება ბევრი მიუსაფარი ძაღლი, რომელიც არ კონტროლდება, შევეცადეთ ამ კუთხით აგვემაღლებინა ცნობიერება.

მანანა ჯაჯანიძე, პროექტის დირექტორი:

-წარმოვადგენთ ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია „ერთობა“-ს, პროექტით „მიუსაფარ ცხოველთა პრობლემების მოგვარება ბოლნისის მუნიციპალიტეტში“, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც მწვავედ დგას, ვცდილობთ საკითხის მოგვარებას, ჩავატარეთ ტრენინგი მიუსაფარ ცხოველთა პრობლემების მოგვარების თემაზე. უამრავი ძაღლია ქვეყანაში, ხდება როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური მიგრაცია, პროექტის მიზანია ადვოკატირება მოვახდინოთ თვითმმართველ ორგანიზაციაზე, რათა ეფექტურად გადაიჭრას საკითხი.

მიუსაფარი ცხოველები რამდენიმე ათეული წლის პრობლემაა, რომელიც ქუჩის ცხოველების რაოდენობის ზრდასთან ერთად მწვავდება. ყოველდღიურად ვხვდებით  უპატრონო ძაღლებს, რომლებიც ლუკმა-პურის ან თავშესაფრის საპოვნელად საკმაოდ მძიმე გზას გადიან, მიუსაფარი ცხოველები ქალაქის ქუჩებში ბუნებრივ ნაწილადაა ქცეული.

ანა ცუცუნაშვილი, ექსპერტი:

-ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პატრონობა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოპულაციების მართვა. პრობლემების მოსაგვარებლად აქამდე საუბარი იყო თავშესაფრებზე, ახლა კი წინა პლანზე წამოიწია მოძრავმა კლინიკებმა, ამ სიტუაციაში სტერილიზაცია არის ის გზა, რომლითაც უმტკივნეულოდ და ჰუმანურად შეგვიძლია დროთა განმავლობაში პრობლემის აღმოფხვრა. პრობლემის გადასაჭრელად ასევე უნდა მოხდეს აღწერა, რათა გავიგოთ მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა. დღეს უნდა გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რათა რამდენიმე წელიწადში შედეგი მივიღოთ.

-საქართველო რამდენიმე წელია შეუერთდა ევროპული ქვეყნების რიგს და გადავიდა ცხოველთა პოპულაციების მართვის ყველაზე ჰუმანურ საშუალებებზე: კასტრაცია-სტერილიზაციის მეთოდზე, რაც საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას ემსახურება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ყურზე საჭდე ედება მხოლოდ გასტერილებულ და აცრილ ცხოველს, რომელიც დიდი ალბათობით არ გამოიჩენს აგრესიას ადამიანებისა და სხვა ცხოველების მიმართ.

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში ჟურნალისტის ნონა ხუზმიაშვილის მიერ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები