ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს, სოფელ რატევანში შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილებისა და საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. სკოლის პედაგოგებს და მშობლებს ინფორმაცია მიეწოდათ საშვილოსნოს ყელის კიბოს და მის გამომწვევ მიზეზებზე. განიხილეს პაპილომა ვირუსი, ისაუბრეს დაავადების პრევენციულ ღონისძიებებზე და სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ ჯანდაცვის სერვისებზე.
შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლი ესწრებოდა, რომელმაც იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაავადებებისგან დაცვის ეფექტურ საშუალებაზე იმუნიზაციაზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე.
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაგეგმილი შეხვედრები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შვედეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, საინფორმაციო კამპანიას ბოლნისის მუნიციპალიტეტში ორგანიზებას მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილება და საბჭო უწევს.