ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
spot_img
HomeTVმუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების პრობლემა გვარდება

მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების პრობლემა გვარდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.  მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფლების: სამტრედოს, მამხუტისა და ზემო არქევანის შიდა გზები მოინახულა.

სოფელ ზემო არქევანში, სამტრედოსა და მამხუტში საავტომობილო შიდა გზები, სანიაღვრე ქსელებით მოეწყო. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები