ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა ინიციატივებისთვის 1 500 000 (მილიონ ხუთასი ათასი) ლარი იქნება გათვალისწინებული. სულ 5(ხუთი) ინიციატივა დაფინანსდება, თითოეული პროექტის ღირებულება 300 000 ლარს არ უნდა აჭარბებდეს. 5 ინიციატივას კი თავად მოქალაქეები კენჭისყრის გზით შეარჩევენ. 2 პროექტი დაფინანსდება ქალაქ ბოლნისში (ქალაქში განსახორციელებელი იდეებიდან ყველაზე მეტ ხმას რომელი 2 (ორი) პროექტიც მიიღებს), ხოლო 3 პროექტი სასოფლო დასახლებებში (სოფლებში განსახორციელებელი იდეებიდან ყველაზე მეტ ხმას რომელი 3 (სამი) პროექტიც მიიღებს). პირველი ეტაპი: საპროექტი წინადადებების წარდგენა ბოლნისში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს (18 წლის ასაკიდან) შეუძლია პროექტის სახით წარმოადგინოს საკუთარი იდეა, რომელიც მის სოფელში, თემსა თუ ქალაქში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის მოწყობას ითვალისწინებს; პროექტი „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ არ ითვალისწინებს ბიზნეს იდეების დაფინანსებას, ამიტომ ის იდეები, რომელიც კერძო ბიზნესს ეხება, არ მიიღება; დაინტერესებულმა პირებმა საპროექტი წინადადება უნდა წარმოადგინონ 10 აგვისტომდე; საპროექტო წინადადებების წარდგენა ხდება ინტერნეტის მეშვეობით, მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე, მერიის ფეისბუქ გვერდზე და ასევე Facebook გვერდზე – დაგეგმე შენი ბიუჯეტი – ბოლნისი / Bolnisi – განთავსებულია ლინკი https://docs.google.com/…/1FAIpQLSfouTfsL5o…/viewform… საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით, ან მერიაში განცხადების დატოვების გზით; მოქალაქეს/საინიციატივო ჯგუფს შეუძლია წარადგინოს საპროექტო წინადადებების შეუზღუდავი რაოდენობა.
საპროექტო წინადადების წარმდგენმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) სახელი, გვარი;
ბ) პირადი ნომერი;
გ) საკონტაქტო ტელეფონი;
დ) ელ-ფოსტა;
ე) პროექტის სახელწოდება;
ვ) პროექტის აღწერა;
ზ) დასახლებული პუნქტი, სადაც უნდა განხორციელდეს პროექტი;
თ) პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი.
საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
• საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
• საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში;
• საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 300 000 ლარს;
• წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც ჩადებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში);
• პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი).
მეორე ეტაპი: საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევამოქალაქეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინდადებების პირველადი გადარჩევა მოხდება 10 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე. კენჭისყრის ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც საპროექტი წინადადებისთვის საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
მესამე ეტაპი: საპროექტო წინადადებების კენჭისყრა საპროექტო წინადადებების კენჭისყრა ჩატარდება ელექტრონულად. ბოლნისში რეგისტრირებულ (18 წლიდან) მოქალაქეებს შეუძლიათ ხმა მისცენ მათთვის მისაღებ საპროექტო წინადადებებას სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ვებ-პლატფორმაზე. კენჭისყრის ეტაპი გაიმართება 12 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე.
მეოთხე ეტაპი: გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტში ასახვა 5 (ხუთი) გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება 1 ნოემბერს და 10 ნოემბრამდე მოხდება ამ პროექტების დამუშავება და ბოლნისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახვა.
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfouTfsL5oPbZQsMBI5sWvI-wnFMbVSBaHOpjYRrpw2xZiG9A/closedform