სამშაბათი, მაისი 21, 2024
spot_img

ბოლნისქალაქობაზე საპატიო მოქალაქეებს წელსაც აირჩევენ

30 სექტემბერს ჩვენი ქალაქი ბოლნისქალაქობას იზეიმებს. სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად ბოლნისის საპატიო მოქალაქეებს გამოავლენენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, მერიის საკონფერენციო დარბაზში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საკითხის განმხილველი სათათბირო საბჭო შეიკრიბა. საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე საპატიო მოქალაქეობის კანდიდატების შესახებ განცხადების რეგისტრაციის ვადები განიხილეს. განცხადების მიღება შესაძლებელი იქნება 2022 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

საპატიო მოქალაქის წარდგენა შეუძლია:

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს;

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს;

საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;

არანაკლებ 7-კაციან საინიციატივო ჯგუფს. (ამ შემთხვევაში ინიციატივას თან უნდა ერთვოდესბოლნისის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა);

საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს.საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ მერს, რომელსაც წერილობითი სახით თან უნდა ერთვოდეს:

ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილიორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;

გ) ბიოგრაფიული ცნობები;

დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;

ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ორი ფერადიფოტოსურათი ზომით-3X4;

ვ) პირის წერილობითი თანხმობა მისთვის საპატიო წოდების მინიჭებაზე;მერი შემოსულ დოკუმენტაციას შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად გადასცემსსათათბირო საბჭოს.საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეს. მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ -პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან სხვა მოღვაწეობა აქვს. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ და შესაძლოა გარდაცვალების შემდეგაც.გთხოვთ, კანდიდატურებთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია 20 სექტემბრის ჩათვლით წარადგინოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებაში ან ელექტრონულ ფოსტაზე: bolnisimunicipality@bolnisi.gov.ge

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები