ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა,რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ,,სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში’’, სამ საპილოტე მუნიციპალიტეტში: ბოლნისი, ახალციხე, დუშეთი ხორციელდება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვის მიდგომის დანერგვას, იმისთვის რომ მოქმედი სოციალური პროგრამები მეტად პასუხობდეს ადგილობრივი სამიზნე ჯგუფების საჭიროებებსა და ინტერესებს, ეფუძნებოდეს მონაწილეობითი დადეგმვის პრინციპებს.
,,მოგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს მოსახლეობის სოციალური საჭიროებების ხელმისაწვდომი სერვისებით უზრუნველყოფა წარმოადგენს, სწორედ ამიტომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ და შემუშავებული გვაქვს საჭიროებაზე მორგებული არაერთი სოციალური დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრა, ამასთანავე გამომდინარე თანამედროვე მოთხოვნებიდან, სოციალური პროგრამების სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით მაღალკვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად ჩართული ვართ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ არაერთ პროექტში, ერთ-ერთი მათგანია „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის განვითარების სააგენტო საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ჩვენს მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვის მიდგომის დანერგვას. ასევე ჩართული ვართ ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის – სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობას სოციალური სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებაში..
ექსპერტთა გუნდი მუშაობს ჩვენთან ერთად, რათა დაგვეხმარონ მუნიციპალური სოციალური პროგრამებისთვის სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირებაში, საჭიროებების გამოვლენასა და ადგილობრივი თემის ჩართულობით პროგრამების დაგეგმვაში.


პირველ ეტაპზე შევთანხმდით, რომ „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საჭიროებათა კვლევა ჩატარდებოდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის – სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის ფარგლებში, შექმნილ მრავალაქტორული სამუშაო ჯგუფის, რომელიც შედგება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის და სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან და თითოეულ მათგანს აქვს სამიზნე მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის შესაბამისი გამოცდილება, შეხვედრაზე გამოკვეთილ სამიზნე ჯგუფებზე, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას ესენია: შშმ ქალები,. შშმ ბავშვები, ღარიბი ბავშვიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები.
ამასთანავე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შევქმენით ადგილობრივი სოციალური პოლიტიკისა და მუნიციპალური სოციალური პროგრამების დეგეგმვის მიზნით მოწყვლადი სამიზნე კატეგორიების ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებათა კვლევის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკისა და მუნიციპალური სოციალური პროგრამების დეგეგმვის მიზნით მოწყვლადი სამიზნე კატეგორიების ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებათა კვლევის ჩატარება.
ყოველდღიურად მიმდინარეობს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების შესრულება, რომლის დასრულებისთანავე, მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე წარვადგენთ კვლევის პირველად ანგარიშს.’’ – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა ლელა კვირკაშვილმა
