ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024
spot_img

ბოლნისის მუზეუმმა პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს უმასპინძლა

„ბოლნისის მუზეუმი – მრავალფეროვნებისა და ინტეგრაციის კერა“- აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ბოლნისის ახალ მუზეუმს სოფელ შულავერის ეთნიკურად აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ახალგაზრდების ჯგუფი სტუმრობდა, რომლებმაც მულტიკულტურულ საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი ექსპონატები და არტეფაქტები დაათვალიერეს, გაეცნენ სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიურ მასალებს. ახალგაზრდები,  ასევე ესტუმრნენ  ქვემო ქართლში მოღვაწე რეწვის ოსტატებსაც.

პროექტი  საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და პარტნიორი ორგანიზაციის ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ ხორციელდება და ამერიკის საელჩოს მიერაა დაფინანსებული.

დარეჯან ძოწენიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

-ეს პროექტი გულისხმობს რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლის გზით მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ მხარეში მრავალფეროვნების და ინტეგრაციის ხელშეწყობას, ვფიქრობ, რომ სწორედ მუზეუმს დიდი როლის შესრულება შეუძლია ამ საქმეში.

ანა შანშიაშვილი, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ხელმძღვანელი:

-ეროვნულ მუზეუმთან მჭიდრო თანამშრომლობით გვაქვს საინტერესო პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბოლნისის ახალი მუზეუმი გადაიქცეს ერთგვარ ცენტრად მულტიკულტურულ საზოგადოებისთვის. პროექტის ფარგლებში ვაწყობთ ერთდღიან ტურებს და ახალგაზრდა ჯგუფებს ვაცნობთ რეგიონში მოღვაწე რეწვის ოსტატებს და ვსტუმრობთ მათ სახელოსნოებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების კუთხით.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები