ოთხშაბათი, ოქტომბერი 9, 2024
spot_img

ბოლნისის ახალმა მუზეუმმა ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსწავლეებს უმასპინძლა


ბოლნისის ახალმა მუზეუმმა ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებს შეხვდნენ ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფათმა ჯერენ იაზგანი.
სტუმრები ბოლნისის მუზეუმში გაეცნენ რეგიონის კულტურასა და ისტორიას, მათ იხილეს ექსპოზიცია, რომელიც წარმოაჩენს ქვემო ქართლს, როგორც მულტიკულტურულ რეგიონს, სადაც ქართველებთან ერთად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, ბერძნები, გერმანელები, ოსები, რუსები, სომხები.
რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ვიზიტი მუზეუმში, შეხვედრები სხვადასხვა მიმართულების სფეროს სპეციალისტებთან და მათი მონაწილეობა საგანმანათლებლო პროგრამებში გრძელვადიან სახეს მიიღებს და ეტაპობრივად გაგრძელდება.
ბოლნისის განახლებულ მუზეუმში კლასიკური სამუზეუმო მეთოდიკითა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით წარმოდგენილია რეგიონის ბიო-კულტურული მრავალფეროვნების ისტორია და მისი კავშირი გლობალურ პროცესებთან. ბოლნისის მუზეუმი არის „კულტურული ჰაბი”, რომელიც ახალ პერსპექტივას ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რეგიონში მომუშავე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებისა და საზოგადოებრივი განათლებისთვის.
აღნიშნული პროექტი თურქეთის საელჩოს ხელშეწყობით და არასამთავრობoო ორგანიზაციის „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ჩართულობით ხორციელდება.

დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი:
საზოგადოებრივი განათლება არის პრიორიტეტული ყველა ფენისთვის და ეთნიკური ჯგუფისთვის. აუცილებელია ეთნიკური უმცირესობები იყვნენ ინტეგრირებულნი და ამის მნიშვნელოვანი ელემენტი სამუზეუმო საქმიანობაა, სადაც ეს მძლავრი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, საზოგადოებას ჩვენი მემკვიდრეობის, ისტორიის და კულტურის ირგვლივ გააერთიანებს, შევეცდებით მეტი ახალგაზრდა ბრუნდებოდეს მუზეუმში და ეს არ შემოიფარგლოს ერთჯერადი ვიზიტებით.
ფათმა ჯერენ იაზგანი: თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში:
თურქეთის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ხელშეწყობითა და ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსწავლეებს, ბოლნისის ახალმა მუზეუმმა უმასპინძლა, ჩვენი დიდი სურვილია, რომ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები გაეცნონ აქაურ კულტურასა და ისტორიას. პროექტი ამით არ დასრულდება და ის გრძელვადიან სახეს მიიღებს.
მარიზ შტამიროვი, პედაგოგი:
ბოლნისი მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ისე მთელი საქართველოსთვის. თუ გვსურს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბავშვები აღვზარდოთ, აუცილებლად ვანახოთ ბოლნისი, გავაცნოთ ამ მხარის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა. სწორედ ეს ახალი მუზეუმია სივრცე, სადაც ქართველებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და გერმანელებს, ერთი კულტურის ქვეშ აერთიანებს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები