კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

ბოლნისელი მევენახეები იმედს არ კარგავენ

ბუნებრივი კატაკლიზმების მიუხედავად, ოქროსფერი შემოდგომა დადგა და ყურძნის კრეფის სასიამოვნო რიტუალს გლეხმა მაინც არ უღალატა. რთველის დაწყებამდე ბევრი რამეა გასათვლელ-გასათვალისწინებელი, რომ მთელი წლის ამაგი ქართველ მევენახეს წყალში   არ ჩაეყაროს, სწორედ ამიტომ,  რამდენიმე დღით ადრე, ავთო გაბრიჭიძე ვაზზე გადარჩენილი ყურძნის სიტკბოსა და  ხარისხს ამოწმებს,  რაზეც დამოკიდებულია მისი ვენახის  ყურძნის ნაჟური.

გაბრიჭიძეებს მოსავალი გაუნახევრდათ, თუმცა რთველს უწინდებურად გამართავენ და სტუმრებსაც საგანგებოდ გაუმასპინძლდებიან.

მეზობლისგან განსხვავებით, წელს რთველზე სტუმრებს ვერ უმასპინძლებს ანზორ ჭელიძე, რადგან მისი ყურძენი მთლიანად განადგურდა. აქა-იქ შემორჩენილ ალადასტურს შვილივით დასტრიალებს, უვლის და ეფერება, ტრადიციას რომ არ უღალატოს და ცოტა ღვინო მაინც გამოწუროს.

იმ იმედით, რომ მომავალ წელს, რთველზე სტუმრებს უწინდებურად უმასპინძლოს, დილიდან საღამომდე ვაზის თითოეულ ძირს ეფერება და დაზიანებული ნაყოფისგან და ფოთლისგან ათავისუფლებს.

მცირე მოსავალთან ერთად, პრობლემას უამინდობაც წარმოადგენს.  თუმცა მევენახეებს ჯიუტად სწამთ, რომ  შემოდგომის მზე ყურძენს დაატკბობს და იმ გემოვნურ თვისებებს დაუბრუნებს, რითაც  ბოლნისური ღვინო იწონებს თავს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები