,,აღარასოდეს გაგიშვებ“, ასე ერქვა სპექტაკლს, რომელიც დღეს დაბა კაზრეთის პირველ საჯარო სკოლაში შედგა. თეატრალურ-ლიტერატურული კლუბის წევრებმა, მე-9 კლასელის, მარიამ სოსელიას პიესის მიხედვით ითამაშეს. სპექტაკლი იმედგაცრუების, ბრძოლის და სიყვარულის ისტორიას გვიყვება. დასის წევრებმა, მშობლებამდე და პედაგოგებამდე, ის მტკივნეული და პრობლემური საკითხი მიიტანეს, რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია.
თეატრალური-ლიტერატურული კლუბი, უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს და ის უფროსკლასელები არიან გაერთიანებულნი, ვისაც ლიტერატურა, პოეზია და თეატრი უყვარს. აღსანიშნავია, რომ სკოლის კლუბი ფესტივალი ,,არტ-სკოლა“ 2023-ის გრანპრის მფლობელი გახდა.