შაბათი, სექტემბერი 14, 2024
spot_img

,,აბულმუგის’’აბანომ ადგილმონაცვლეობა განიცადა

ბოლნისი-დმანისის ტურისტულ რუკაზე მალე კიდევ ერთი ლოკაცია გაჩნდება. საქართველოში პირველად, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით, უპრეცედენტო ღონისძიება განხორციელდა- გვიანი შუასაუკუნეების “აბულმუგის”სპარსული აბანოს დაუშლელად და დაუზიანებლად ადგილმონაცვლეობა მოხდა.მისი ახალი “ბინა” დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისი-სომხეთის ტრასის მახლობლად მდებარეობს. პროექტი”საყდრისის კომიტეტის”აქტივისტების ინიციატივით განხორციელდა,რასაც წინ დიდი შრომა უძღოდა. ძეგლზე 2018 წლიდან არაერთი არქეოლოგიურ-გაწმენდითი თუ გამაგრებითი სამუშაო ჩატარდა, თუმცა  სპარსული აბანო, რომელიც შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელ ნაგებობას წარმოადგენს, სახიფათო და სავალალო მდგომარეობაში რჩებოდა, მიზეზი განპირობებული იყო  არა მხოლოდ ასაკით, არამედ მიწის ქანებში მიმდინარე ბუნებრივი პროცესებით. კომიტეტმა ძეგლის გადასარჩენად ახალი გზების ძიება დაიწყო. 2021 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის უმძიმესი მდგომარეობის გამო, დასაშვებად  მიიჩნია მისი გადატანა.

,,ძეგლის გადარჩენის მიზნით აუცილებელი იყო მისი უსაფრთხო ადგილზე გადატანა, რისთვისაც არაერთი კომპლექსური კვლევა ჩატარდა. შეირჩა ადგილი, რომლის ლანდშაფტი სრულად მორგებულია ძეგლზე, ვინაიდან ძეგლი საწარმოო ტერიტორიაზე მდებარეობდა, კომპანია  ითვალისწინებდა ყველა კომპონენტს. ზიანი, რომ არ მიდგომოდა ძეგლს , აფეთქების მუხტები საკმაოდ დაწეული იყო, თუმცა მიმდინარე ბუნებრივი პროცესების შეჩერება ვერ მოხერხდა. დავიწყეთ მსჯელობა სხვა ღონისძიებაზე, მათ შორის რადიკალურ და განსხვავებულზე, ჩვენ არ ვართ ამ მიმართულებით კომპეტენტურები, ვერ მივიღებდით გადაწყვეტილებას, საჭირო იყო სპეციალისტებისა და სხვადასხვა დარგის ექსპერტების ჩართვა,  მიზანი იყო ,,აბულმუგის“ სპარსული აბანოს უსაფრთხო ადგილზე გადატანა და ეს შევძელით“. განაცხადა „საყდრისის კომიტეტის“ წევრმა ნინო ბურჭულაძემ.ძეგლი კომპანია „არემჯის“ საწარმოო ტერიტორიაზე მდებარეობდა და აქ  ჩატარებული სამუშაოები, კომპანიის მხრიდან,  სრულად იყო დაფინანსებული. „რომ არა „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივა

და დაუღალავი შრომა, ძეგლის გადატანის პროცესი წარმატებით ვერ დასრულდებოდა, ეს არის ისტორიული მოვლენა, დიდ გამოწვევას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ საქართველოში ძეგლის გადატანის გამოცდილება არ არსებობდა. გვიხარია, რომ უფრო ლამაზ ძეგლს ვხედავთ, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია“- აღნიშნა „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახა მჭედლიშვილმა.

დიდი შრომის შედეგად 2021 წლის 19 აგვისტოს 134 ტონიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – „აბულმუგის“ აბანოს გადატანა წარმატებით დასრულდა.  ამჟამად,  ტერიტორიაზე გრძელდება, ძეგლის მიმდებარედ, ინფრასტრუქტურის მოწყობა, მალე ეს ადგილი, ვიზიტორებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.

მაგდა დევნოზაშვილი.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები