„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

0

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში ბოლო შეხვედრა დღეს ქვემო ბოლნისში ჩატარდა, სადაც ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათების მონტაჟი დაასახელეს. ასევე ისაუბრეს სოფელში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და მიმდინარე წლის პროექტებზე. საერთო კრებას მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს, ქვემო ბოლნისისთვის 40 000 ლარია გამოყოფილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფლის საერთო კრებები 45 სოფელსა და 2 დაბაში ჩაატარეს. მოსახლეობასთან შეხვედრები 11 თებერვალს დაიწყო  და კოვიდრეგულაციების სრული დაცვით,  ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Share.

Leave A Reply